ალცჰაიმერის დაავადება და ხანდაზმულთა სახლი - რა პირობებში ცხოვრობს გერდ მიულერი?
Aa
Aa

ალცჰაიმერის დაავადება და ხანდაზმულთა სახლი - რა პირობებში ცხოვრობს გერდ მიულერი?

ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს გერდ მიულერს უკვე 2 წელია რაც ალცჰაიმერის დაავადება სჭირს.

როგორც ცნობილია, 72 წლის მიულერი ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს.

მიულერის მეუღლემ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ გერდს ხანდაზმულთა სახლში ნორმალური პირობები აქვს, მას კარგად უვლიან და თავსაც ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში.

ლეგენდარული ფეხბურთელის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლე გახარებულია და ისინი ერთად ყოფნით კვლავ ბედნიერები არიან.

ისეთი განვითარებული ქვეყნისგან როგორიც გერმანიაა, ცოტა უცნაურია, რომ ასეთ ლეგენდარულ პიროვნებას სიბერის გატარება ხანდაზმულთა სახლში უწევს...

გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას სპორტის ამ სახეობაში უამრავი რეკორდი აქვს დამყარებული.

გერდ მიულერმა ფეხბურთში უდაოდ წარუშლელი კვალი დატოვა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მის ანგარიშზე 62 შეხვედრაში 68 გოლია.

რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს", მიულერმა "რეკორდმაისტერის" რიგებში 541 მატჩი ჩაატარა. 476 გოლთან ერთად, აქტივში 106 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.

გერდ მიულერმა სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა. 

ინდივიდუალური ჯილდოებიდან, მიულერს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბუცი. 1970 წელს კი ის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები