გადაწყდა: პასტორე იანვარში წავა - „ეს მისი ბოლო მატჩი იყო „პსჟ“-ს მაისურით“
Aa
Aa

გადაწყდა: პასტორე იანვარში წავა - „ეს მისი ბოლო მატჩი იყო „პსჟ“-ს მაისურით“

„პსჟ“-ს არგენტინელი ნახევარმცველის ხავიერ პასტორე კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიუს დროს დატოვებს.

ამის შესახებ ფეხბურთელის სომეხმა აგენტმა მარსელო სიმოინანმა განაცხადა: „ეს მისი ბოლო მატჩი იყო „პსჟ“-ს მაისურით“.

როგორც აქამდე იწერებოდა, პასტორეს დამატების სურვილს „ინტერი“, „ატლეტიკო“ და „სევილია“ გამოთქვამდნენ.

აქვე გეტყვით, რომ „პსჟ“ ვალდებულია იანვარში რამდენიმე მოთამაშე გაყიდოს, რათა UEFA-ს ფინანსური ფეარ პლეის სანქცია თავიდან აირიდოს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის პასტორე „პსჟ“-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 243 შეხვედრაში 43 გოლი და 57 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები