ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ცენტრფორვარდი დაიმატა

გერმანულ პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს შეიძენდა, რადგან პოლონელ ფორვარდს დასვენების საშუალება ფაქტიურად არ ეძლევა.

Bild-ისა და Bleacher Report-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" "ჰოფენჰაიმის" გერმანელი ფორვარდი სანდრო ვაგნერი შეიძინა.

30 წლის ვაგნერის სანაცვლოდ მიუნხენელბმა 13 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ვაგნერს სხვადასხვა დროს ბრემენის "ვერდერში", ბერლინის "ჰერტაში", "კაიზერსლაუტერნში" და "დარმშტადში" უთამაშია. 2007-2008 წლებში ის "ბაიერნის" ღისებასაც იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები