Gazzetta dello Sport: ბონუჩი ზამთარში
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: ბონუჩი ზამთარში "მილანს" დატოვებს? - "სიტი" და "პსჟ" დაირაზმნენ

პოპულარული და გავლენიანი იტალიური გამოცემა - Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩიმ, შესაძლოა, "მილანი" ზამთარში დატოვოს.

კულუარულად იწერება, რომ 30 წლის ვარსკვლავს, "როსონერის" ამჟამინდელ პროექტში უკვე ეჭვი ეპარება და კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს.

ბონუჩის თამაშით, პეპ გუარდიოლაა მოხიბლული, რომელსაც შეტევის დამწყები და გუნდის თამაშში აქტიურად მონაწილე მცველები მოსწონს. იტალიელ უკანახაზელს კი ბრწყინვალე მოკლე და გრძელი პასები აქვს.

კიდევ ერთი კლუბი, რომელიც ბონუჩის პოტენციურ მყიდველად სახელდება, ფრანგული "პარი სენ ჟერმენია".

ლეონარდო ბონუჩის "მილანთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ჩვენის მხრივ შეგვიძლია დავამატოთ, რომ ბონუჩის უმცროს შვილ მატეოს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმები მის იტალიიდან შორს ცხოვრებას, მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები