Aa
Aa

"ინტერი" იკარდის ახალ კონტრაქტს უმზადებს

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა, მაურო იკარდისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

არგენტინელმა ვარსკვლავმა, „ნერაძურისთან“ ხელშეკრულება გასული წლის ოქტომბერში გაახანგრძლივა, ახლა კი კლუბი მას კონტრაქტის კიდევ 2 წლით გაგრძელებასა და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.

იკარდის ამჟამინდელი ხელფასი წლიურად 4.5 მილიონი ევროა, რაც 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

გარდა ამისა, მისი გამოსასყიდი თანხა 110-ს მაგივრად, 130 მილიონი ევრო იქნება.

Gazzetta dello Sport-ის თქმით, მხარეები ამ საკითხზე შეხვედრას, იანვრის ბოლოს გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს იკარდის მადრიდის „რეალთან“ აქტიურად აკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები