ძიუდოს წლის შემაჯამებელი რეიტინგი - თუშიშვილმა ლეგენდარულ ტედი რინერს გადაასწრო
Aa
Aa

ძიუდოს წლის შემაჯამებელი რეიტინგი - თუშიშვილმა ლეგენდარულ ტედი რინერს გადაასწრო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სანკტ პეტერბურგში გამართული მასტერსის შემდეგ, წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოქვეყნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ძიუდოისტებს წინსვლა აქვთ.

3 წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა მე-2 ადგილი დაიკავეს, ხოლო ერთში მე-3 პოზიცია.

გურამ თუშიშვილმა, რეიტინგში ლეგენდარულ ტედი რინერს გადაასწრო, რაც უდაოდ სასიამოვნო ფაქტია. როგორც მოგეხსენებათ ფრანგი ძიუდოისტი დაუმარცხებელია, თუმცა წელს მან რამდენიმე ტურნირი გამოტოვა და რეიტინგში ადგილის დაკარგვაც სწორედ ამის ბრალია.

ყველაზე მეტად აღნიშვნის ღირსია ბექა ღვინიაშვილის წინსვლა, რომელმაც რეიტინგში ერთბაშად 8 საფეხურით წაიწია და 4150 ქულა დააგროვა.

 

რეიტინგის მოწინავე სამეულები ასე გამოიყურება:

66 კგ.

1. ჰიფუმი აბე (იაპონია) 4500

2. ტალფლიკერი (ისრაელი) 4382

3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) 4251


90 კგ.

1. ალეკსანდარ კუკოლი (სერბეთი) 4418

2. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) 4150

3. ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი) 3679

100 კგ.

1. მიხაელ კორელი (ჰოლანდია) 4836

2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) 4732

3. მიკლოშ ცირენიჩი (უნგრეთი) 4279


100+ კგ.

1. დავიდ მოურა (ბრაზილია) 5710

2. გურამ თუშიშვილი (საქართველო) 4580

3. ტედი რინერი (საფრანგეთი) 3550

ცხელი ამბები