მოულოდნელი შეთანხმება -
Aa
Aa

მოულოდნელი შეთანხმება - "პსჟ"-მ გუედეში "ვალენსიას" დაუთმო

L'Equipe-ის ინფორმაციით, "ვალენსია" "პსჟ"-სგან გონსალო გუედეშს გამოისყიდის.

21 წლის პორტუგალიელი ტალანტი პარიზელთა საკუთრებაა და ის "ღამურებში" იჯარის წესით იმყოფება.

წყაროს ცნობით, "ვალენსია" და "პსჟ" შეთანხმდნენ და პორტუგალიელი გარემარბი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მესტალიაზე" დარჩება.

ამ დონის ფეხბურთელის ასეთ ფასად დათმობა ცოტა მოულოდნელი და გასაკვირია, თუმცა პარიზულ კლუბს ამ ეტაპზე სხვა პრობლემები აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, FIFA "პსჟ"-ს ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერების გამოძიებას გეგმავს და აქედან გამომდინარე ნასერ ალ ხელაიფი იძულებულია, თავისი გუნდის რამდენიმე მოთამაშე ტრანსფერზე დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფეარ პლეის წესის დარღვევის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

წლევანდელ სეზონში, მარსელინიო გარსიას ხელმძღვანელობით გუედეშმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და გრანდების ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც ბევრი ვარაუდობდა, რომ მას სეზონის ბოლოს ფრანგული კლუბი უკან დაიბრუნებდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი შემტევი "ვალენსიას" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები