პატრიკის შემდეგ ჯასტინი? -
Aa
Aa

პატრიკის შემდეგ ჯასტინი? - "მილანის" ზამთრის სამიზნეები

იტალიური პრესის ცნობით, „მილანის“ ინტერესთა სფეროში, იაკუბ იანკტო და ჯასტინ კლუივერტი მოექცნენ.

„უდინეზეს“ ჩეხი ნახევარმცველის ტრანსფერზე, „როსონერი“ ზაფხულშიც ფიქრობდა. მისი „სან სიროზე“ გადაყვანა, „ინტერსაც“ უნდა, ხოლო პრემიერ ლიგიდან იანკტოს მსურველი, ლონდონის „არსენალია“.

შესაბამისად, ამ ტრანსფერის განხორციელება, რთული საქმე იქნება, თანაც ზამთარში, რადგანაც „უდინეზე“ მის შუა სეზონში გაყიდვას გამორიცხავს.

იანკტოს „ზებრებთან“ კონტრაქტი, 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

რაც შეეხება კლუივერტს, იგი 18 წლისაა და „აიაქსის“ რიგებში თამაშობს.

ამ ტრანსფერში, „მილანს“, შესაძლოა, ფეხბურთელის მამა და „როსონერის“ ყოფილი ფეხბურთელი - პატრიკ კლუივერტი დაეხმაროს.

პრობლემა ისაა, რომ ჯასტინის აგენტი მინო რაიოლაა, რომელსაც „მილანის“ სპორტულ დირექტორ მასიმილიანო მირაბელისთან, ცუდი დამოკიდებულება აქვს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ზამთარში მილანურ გრანდს უკავშირებენ, ხერარდ დელოფეუა.

ესპანელი, „შავ-წითელთა“ რიგებში, გასულ სეზონში თამაშობდა და იტალიური პრესის თქმით, კლუბს მისი დაბრუნების სურვილი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები