აზარი
Aa
Aa

აზარი "მანჩესტერსაც" მოუნდა, თუმცა ფავორიტი "რეალია"

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი გარემარბი ედენ აზარი მადრიდის "რეალს" უახლოვდება.

ესპანური და ინგლისური პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ აზარი სამეფო კლუბს დღითიდღე უახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო, პრესა მიიჩნევს, რომ ბელგიელისთვის ბრძოლაში ფავორიტი მაინც "რეალია".

ჟოზე მოურინიოს სურს, რომ თავისი ყოფილი შეგირდი კვლავ მის გუნდში იხილოს და The Sun-ის ინფორმაციით, ამისთვის "წითელი ეშმაკები" 90 მილიონი ფუნტის გადახდასაც გეგმავენ.

როგორც მოგეხსენებათ, აზარმა რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობა მისი ოცნებაა.

ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება - აზარი დიდი ალბათობით "ჩელსის" მაისურით ბოლო სეზონს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები