გუარდიოლა: „ბაიერნს“ ცუდად არ უთამაშია
Aa
Aa

გუარდიოლა: „ბაიერნს“ ცუდად არ უთამაშია

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მის გუნდს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია.

სამწუხაროა, რომ თასი ჩვენ ვერ მოვიგეთ, რადგან გამარჯვებამდე რამდენიმე წუთი დაგვაკლდა. მეტოქემ კარგად ითამაშა, მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ვფიქრობ, ცუდად არც ჩვენ გვითამაშია. ყველა ფეხბურთელმა იბრძოლა, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ვოლფსბურგი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "ვოლფსბურგმა" გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები