მოურინიო იანვარში წმენდას გეგმავს -
Aa
Aa

მოურინიო იანვარში წმენდას გეგმავს - "მანჩესტერს" 6 მოთამაშე დატოვებს!

AS-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედი" 6 მოთამაშეს დაემშვიდობება.

წყაროს ცნობით, ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე წარუდგინა ის სია, სადაც იმ ფეხბურთელთა გვარებია რომელთა გუნდში ხილვაც "განსაკუთრებულს" აღარ სურს.

გუნდიდან წამსვლელთა სია ასე გამოიყურება: მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, დელი ბლინდი, აქსელ ტუანზებე, ჰენრიხ მხითარიანი და ჯეიმს უილსონი.

მოურინიო მზადაა, რომ წინადადების მიღების შემთხვევაში ზემოხსენებული მოთამაშეები ტრანსფერზე დააყენოს.

როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა, ჰენრიხ მხითარიანის შეძენა მილანის "ინტერს" სურს და მის გადმობირებას იანვარში შეეცდებიან.

დელი ბლინდის მომავალი კი "ბარსელონას" დაუკავშირეს. რაც შეეხება მატეო დარმიანს, მას სერია A-ში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

სხვა მოთამაშეებზე რამე კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები