Aa
Aa

"ბაიერნის" შემდეგ "მანჩესტერი - "ბორდოს" ლიდერს გრანდები უმიზნებენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ინეტერესთა სფეროში, ფრანგული „ბორდოს“ 20 წლის შემტევი - მალკოლმი მოექცა.

ბრაზილიელი ტალანტი დაახლოებით 30 მილიონ ევროდ ფასდება და „წითელი ეშმაკები“ მის ტრანსფერზე, მოლაპარაკებების დაწყებას, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავენ.

მათ, წინააღმდეგობის გაწევა, მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევთ, რომელიც მაოკოლმიც კიდევ ერთი მსურველია.

მალკოლმი, მიმდინარე სეზონში, ჟირონდელთა ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

იგი ფლანგის შემტევი გახლავთ, თუმცა საკმაოდ შედეგიანია და ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში, 7 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასი აქვს აქტივში.

მალკოლმი „ბორდომ“, 2016 წელს, ბრაზილიური „კორინთიანსიდან“ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები