ქართველ ძიუდოისტებს აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა
Aa
Aa

ქართველ ძიუდოისტებს აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, სამშობლოში დღეს ღამით დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველ სპორტსმენებს უამრავი ადამიანი დახვდა, რომლებმაც მიღწული წარმატება, მის მთავარ შემოქმედებთან ერთად იზეიმეს.

ჩვენმა ნაკრებმა, სანქტ-პეტერბურგში გამართულ ძიუდოს მასტერსზე 5 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

საქართველოს ჰიმნი, ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა ააჟღერეს, ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილმა.

ცხელი ამბები