ჰიონესი:
Aa
Aa

ჰიონესი: "ნეიმარი ზედმეტად გადაფასებულია"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესის განცხადებით, ნეიმარი ზედმეტად გაპიარებულია და ის ისეთი ძლიერი ფეხბურთელი სულაც არაა, როგორადაც ითვლება.

„პირადად ჩემთვის, ნეიმარი იმდენად ძლიერი და მრავალფეროვანი ფეხბურთელი არაა, როგორადაც ზოგადად მიიჩნევა.

ჩვენ გეგმებში არ შედის ფეხბურთელის სანაცვლოდ იმდენი თანხის გადახდა, რამდენიც მასში დაიხარჯა.

სხვათა შორის, არც მბაპეს სანაცვლოდ გადავიხდით 180 მილიონ ევროს. თუმცა, ვფიქრობ, რომ იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია“.

გუშინ „ბაიერნმა“ სპეციალური საშობაო წვეულება გამართა, რომელსაც კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, მისი გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები