შვაინშტაიგერს ბუნდესლიგაში ეპატიჟებიან
Aa
Aa

შვაინშტაიგერს ბუნდესლიგაში ეპატიჟებიან

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ბასტიან შვაინშტაიგერი, შესაძლოა, ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე დაფიქრდეს.

შვაინშტაიგერს, ამჟამინდელ კლუბ "ჩიკაგოსთან", კონტრაქტის ვადა, დეკემბრის ბოლოს უსრულდება.

როგორც იწერება, "ბასტის", ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება, თუმცა მათი ვინაობა, ჯერჯერობით არ სახელდება.

ბასტიან შვაინშტაიგერი 33 წლისაა. ის და მისი მეუღლე - ვეტერანი ჩოგბურთელი - ანა ივანოვიჩი, პირველ შვილს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები