Mediaset:
Aa
Aa

Mediaset: "ვერონასთან" მატჩის შემდეგ გატუზო პოსტის დატოვებას აპირებდა!

იტალიური Mediaset-ის თქმით, „ვერონასთან“ გამანადგურებული მარცხის შემდეგ, ჯენარო გატუზოს, „მილანის“ მწვრთნელის პოსტიდან გადადგომას აპირებდა.

როგორც გამოცემის ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობს, გატუზო მატჩის შემდეგ „კასა მილანში“ მივიდა, სადაც კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მოახსენა.

მას „როსონერის“ აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონე ესაუბრა, რომელმაც 39 წლის სპეციალისტი დაარწმუნა, რომ ახლა პოსტიდან წასვლისთვის შესაფერისი დრო არ არის.

აღსანიშნავია, რომ Mediaset-ი ერთადერთი წყაროა, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა.

„მილანის“ პრესსამსახურშო აცხადებენ, რომ გატუზოს მსგავსი რამ არც კი უფიქრია და ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩის შემდგომი პრესკონფერენციისას, ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ მას ასეთი წაგების რცხვენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები