Aa
Aa

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი დაასახელა

UEFA-მ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე 2017/2018 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი გამოავლინა.

პირველი ადგილი "ბეშიქთაშის" თურქმა თავდამსხმელმა ჯენკ ტოსუნმა დაიკავა, რომელმაც პირველ ტურში "პორტოს" ულამაზესი გოლი გაუტანა.

ტოსუნის გოლს გულშემატკივრების 44%-მა დაუჭირა მხარი.

მეორე ადგილი მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევის გარეთ ბეილის (14%) გოლმა დაიკავა, რომელიც მან "დორტმუნდს" გაუტანა. მესამე პოზიცია კი ანტუან გრიზმანის (13%) მიერ "რომას" კარში გატანილ გოლს ერგო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯენკ ტოსუნის "ბეშიქთაში" 1/8 ფინალში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები