Aa
Aa

ახალი მსოფლიო რეკორდი - 42 დღე, 16 საათი, 40 წუთი და 35 წამი

ფრანგმა მეზღვაურმა, ფრანსუა გაბატმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან გაუჩერებლად, დედამიწის გარშემო იმოგზაურა და საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბრესტის პორტში 42 დღის, 16 საათის, 40 წუთისა და 35 წამის შემდეგ მივიდა.

 

 

ფრანსუა გაბატმა წინამორბედის რეკორდი 6 დღითა და 10 საათით გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ასევე ფრანგ მეზღვაურს, ტომას კოვილს ეკუთვნოდა, რომელსაც დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვის 49 დღე, 3 საათი, 7 წუთი და 38 წამი დასჭირდა. 

34 წლის გაბატის თქმით მას გაუმართლა, რადგან რეკორდის დამყარებაში ხელი ამინდმა შეუწყო. ფრანგმა მეზღვაურმა სტარტი 4 ნოემბერს აიღო.

ცხელი ამბები