ლევანდოვსკიმ ვიდალი შეაქო
Aa
Aa

ლევანდოვსკიმ ვიდალი შეაქო

მიუნხენისბაიერნისპოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი კმაყოფილია არტურო ვიდალის ტრანსფერით და საკუთარი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას ჩილელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

„ვანახე თუ არა ჩემი საუკეთესო თამაში? ვფიქრობ, არა. შემიძლია და მინდა, რომ გავაუმჯობესო საკუთარი შედეგები, გპირდებით, რომ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივია და ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაიღოს. არ ვიქნები კმაყოფილი თუ „ბუნდესლიგის“ საუკეთესო ბომბარდირი გავხდები, გუნდი კი მეორე ადგილზე გავა და „ჩემპიონთა ლიგაზე“ მერვედფინალს ვერ გაცდება. ვიდალი? პირველ რიგში, მან ადაპტაცია უნდა გაიაროს მიუნხენისბაიერნში“. ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა ერთ გუნდში ვთამაშობთ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ თავდამსხმელებს არ უყვართ ასეთი მოწინააღმდეგეები. არტურო გააძლიერებს ჩვენს გუნდს, რადგან ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში“ - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „ბაიერნს“ ტურინის „იუვენტუსიდან“ შეუერთდა. მიუნხენელებმა ჩილელის სანაცვლოდ იტალიის ჩემპიონებს 35 მილიონი ევრო გადაურიცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები