ბრიტანული პრესა: მხითარიანი
Aa
Aa

ბრიტანული პრესა: მხითარიანი "ინტერში" გადასვლას დათანხმდა!

ბრიტანული პრესის ცნობით, ჰენრიხ მხითარიანი, მილანის "ინტერში" გადასვლაზე, თანხმობას აცხადებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხი შემტევი, ბოლო დროს, გუნდის ძირითადში ვეღარ ხვდება და თამაში ფაქტობრივად აღარ უწევს, "ნერაძური" კი, მის ხელში ჩაგდებას, ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობს.

როგორც ირკვევა, ტრანსფერის წინააღმდეგი არც ჟოზე მოურინიოა, რომელიც მხითარიანს, "წითელ ეშმაკთა" შემადგენლობაში ვეღარ ხედავს და კლუბიდან წასვლა, თავადაც ურჩია.

ჯერჯერობით, სხვა უფრო ზუსტი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა აქედანვე იწერება, რომ ტრანსფერის გარშემო არსებული წვრილ-წვრილი დეტალების შეთანხმება, დროის ამბავია.

ჰენრიხ მხითარიანი, "მანჩესტერში", 2016 წელს, "დორტმუნდიდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები