Aa
Aa

მესამე ოქრო! გურამ თუშიშვილმა რეიტინგის პირველ ნომერს მასტერ კლასი ჩაუტარა

სანკტ პეტერბურგის მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტებმა მძიმე წონაში შესანიშნავად იასპარეზეს და 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა საერთო რეიტინგში მე-2 პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა. მე-3 ადგილზე კი მასპინძელი რუსეთი გავიდა.

ბექა ღვინიაშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის შემდეგ, დღეს ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმაც მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში რეიტინგის პირველ ნომერს ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდა და ნამდვილი მასტერ კლასი ჩაუტარა.

ღვინიაშვილმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი სამწვრთნელო შტაბის რჩევა არ გაითვალისწინა, ანგარიშის შენარჩუნებას არ ეცადა და კვლავ შეტევაზე გადავიდა, რამაც შედეგი გამოიღო - მოურა იპონით დააგდო და ორთაბრძოლაც ნაადრევად დაასრულა.

თუშიშვილმა გამარჯვება ბრწყინვალე სტილში მოიპოვა და სანკტ პეტერბურგში საქართველოს ჰიმნი მესამედ ააჟღერა.

დღევანდელი დღე კი საქართველოს ისტორიაში შევიდა, რადგან აქამდე არცერთ მასტერსზე 3 ოქროს მედალი არ მოგვიპოვებია და მითუმეტეს ერთ დღეს.

ცხელი ამბები