როცა შენს ნახევარმცველებს მეტოქე გუნდის მეკარე ჯობნის - გვარდიოლას ეფექტი
Aa
Aa

როცა შენს ნახევარმცველებს მეტოქე გუნდის მეკარე ჯობნის - გვარდიოლას ეფექტი

პრემიერლიგის მე-18 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და აუღელვებლად 4-1 დაამარცხა.

მატჩამდე ბევრი ბრძოლას მოელოდა, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდი ნებისმიერ მეტოქეს ისეთ დღეში აგდებს, როგორშიც მაურისიო პოჩეტინოს ბიჭები იყვნენ.

ასეთი შეხვედრების შემდეგ ყოველთვის საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, "ქალაქელთა" გოლკიპერს ედერსონ მორაეშს ხსენებულ შეხვედრაში 26 ზუსტი გადაცემა ჰქონდა და ამ მაჩვენებლით მან "ტოტენჰემის" ყველა მოთამაშეს აჯობა.

ლონდონელთა გამთამაშებელს კრისტიან ერიკსენს 24 ზუსტი პასი ჰქონდა, ხოლო დელე ალის 17.

რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი გაოცებას იწვევს, თუმცა ეს გვარდიოლას გუნდებისგან მოულოდნელი სულაც არ გახლავთ. ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი ხშირად ჰქონდათ ვიქტორ ვალდესსა და მანუელ ნოიერსაც, როცა ისინი პეპის თავკაცობით ასპარეზობდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ სატურნირო მდგომარეობას, "ქალაქელები" 18 ტურის შემდეგ 52 ქულით პრემიერლიგას ლიდეორბენ და ამ მომენტისთვის "იუნაიტედს" 14 ქულით უსწრებენ, თუმცა მოურინიოს გუნდი თავის შეხვედრას დღეს, სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან" გამართავს და შეეცდება თანაქალაქელებთან ჩამორჩენა 11 ქულამდე შამციროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები