Aa
Aa

"მანჩესტერი" იანვარში "რეალის" ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

AS-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს ნომერ პირველი სამიზნე "ბლანკოსის" ხორვატი შუახაზელი მატეო კოვაჩიჩია.

კოვაჩიჩს "რეალში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ეს ფეხბურთელის უკმაყოფილებას იწვევს.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მადრიდელებს 30 მილიონ ევროს უმზადებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის კოვაჩიჩი სამეფო ლუბში 2015 წელს "ინტერიდან" 29 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები