ხამესი:
Aa
Aa

ხამესი: "რეალი ამას კიდევ ბევრჯერ ინანებს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა სამეფო კლუბზე ისაუბრა და მათი მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა.

"რა თქმა უნდა, მე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ. გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტრანსფერებია. "ბლანკოსმა" მიმდინარე სეზონში მორატასა და პეპეს გაშვებით დაშვებული შეცდომა არაერთხელ იწვნია. ისინი გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ. "რეალი" ამას კიდევ ბევრჯერ ინანებს. ჩემი წასვლა? ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან თვითშეფასება არ მიყვარს".

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა. პეპე კი სტამბოლის "ბეშიქთაშს". რაც შეეხება ხამესს, კოლუმბიელი ფეხბურთელი "ბაიერნში" 2 წლიანი არენდით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები