ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "სიტის ნავთობთან ერთად იდეებიც აქვს"

ლონდონის "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა, გვარდიოლას "სიტიზე", მათ რესურსზე და საამსეზონო შანსებზე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა პარალელი საკუთარ გუნდთან გაავლო, რომელმაც 2004 წელს პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო.

"მაშინ, ჩვენ არ გვქონია ნავთობი, თუმცა გვქონდა კარგი იდეები. "სიტის" ნავთობთან ერთად იდეებიც აქვს, რაც მათ გაცილებით წარმატებულს ხდის. ამ გუნდს წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააჩნია. მათგან ყველა გამარჯვებებს მოელის. ოცნების ასასრულებლად ოსტატობაც საკმარისად აქვთ".

შეგახსენებთ, რომ 2003-2004 წლებში არსენ ვენგერის გაწვრთნილმა "არსენალმა" პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო და ასეთი რამ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

ხოსეპ გვარდიოლამ კი წლევანდელ სეზონში მისი გუბდისგან ამ შედეგის გამეორება გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები