სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ვიცი, რომ მას პროგრესი სჭირდება"..."წასვლის უფლებას მივცემ"

მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე The Sun-თან ისაუბრა.

"უმადური ადამიანი არ ვარ. მიხარია როდესაც ჩემი მოთამაშეები პროგრესირებენ. თუ, რომელიმე მათგანი ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ ცხოვრებაში კარგი შანსი მიეცა და მისთვის საოცნებო გუნდში წასვლა სურს, თუ ამ ფეხბურთელს ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი ექნება გაკეთებული, როგორც ეს გრიზმანის შემთხვევაშია, მაშინ მე მას წასვლის უფლებას მივცემ. ვიცი, რომ მას პროგრესი სჭირდება.

გრიზმანს წასვლის საშუალება ექნება, როგორც ეს დიგო კოშტასა და არდა თურას ჰქონდათ".

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის შეძენის სურვილს "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამენ. ორივე გუნდი მზადაა, რომ ფრანგი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ესპანური პრესა ამტკიცებს, გრიზმანმა არჩევანი "ბარსას" სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები