ბაილი 3 თვე ვერ ითამაშებს
Aa
Aa

ბაილი 3 თვე ვერ ითამაშებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" კოტ დ'ივუარელ მცველ ერიკ ბაილის, წვივზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას skysports-ი ავრცელებს და ჟოზე მოურინიოს კომენტარს აქვეყნებს.

"გადაწყვეტილება მიღებულია - იგი ოპერაციას გაიკეთებს. 

არ ვიცი, რამდენი ხნით გამოგვაკლდება, 2 თვით, 3-ით, თუ სეზონის ბოლომდე".

skysports-ი წერს, რომ ერიკ ბაილი დაახლოებით 3 თვის განმავლობაში დაისვენებს. 

23 წლის უკანახაზელს, 5 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები