ბონუჩი:
Aa
Aa

ბონუჩი: "მილანის" ვარიანტზე ბევრი არ მიფიქრია"

იტალიური „მილანის“ ვარსკვლავმა - ლეონარდო ბონუჩიმ, პრესასთან „იუვენტუსიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ცხოვრებაში და ადამიანებთან ურთიერთობაში, ხშირად დგება მომენტი, როცა რაღაც ახალი და საინტერესო გჭირდება.

შენი გადასაწყვეტია, თუ რა გზით წახვალ და რამდენად შეცვლი შენს გარშემო არსებულ რეალობას.

როცა „მილანის“ ვარიანტი გამოჩნდა, ბევრი არ მიფიქრია და გამოწვევა მივიღე.

მინდა მადლობა გადავუხადო მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის, რომლებიც იმ დღეებში დაუღალავად მუშაობდნენ“.

იტალიური პრესა დიდი ხანია წერს იმის შესახებ, რომ ბონუჩიმ „იუვენტუსი“, ალეგრისთან კონფლიქტის გამო დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები