Aa
Aa

"მირაბელი დონარუმას ჩემს წინააღმდეგ იყენებს" - რაიოლა დაპირისპირებაზე საუბრობს

გავლენიანი იტალიელი აგენტი - მინო რაიოლა, Gazzetta dello Sport-ს, მისი კლიენტის - ჯანლუიჯი დონარუმას, საკითხზე ესაუბრა.

რაიოლას თქმით, "მილანის" სპორტულ დირექტორ მასიმილიანო მირაბელის, მასთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და დონარუმას მის წინააღმდეგ იყენებს.

"მირაბელის პრობლემა პირადად ჩემს მიმართ აქვს, ხოლო დონარუმას ამისთვის იყენებს და ცდილობს, მისი მეშვეობით შემომიტიოს.

მინდა მას ვუპასუხო, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, სათანადო დრო და ხერხები შეარჩიოს. დონარუმა არაფერ შუაშია და მისი, ჩემს წინააღმდეგ გამოყენება, არასწორია.

მინდა გითხრათ, რომ დონარუმას წინააღმდეგ გამოფენილი ბანერის შესახებ, მირაბელის არავითარი რეაქცია არ ჰქონია და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

სიმართლე თუ გაინტერესებთ, დონარუმას ძმის "მილანში" მიყვანა, ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა და ეს საკითხი, მირაბელიმ წამოწია.

რაც შეეხება ზაფხულს, ჯიჯიომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მას და მის ოჯახს სურდათ. მათ გადაწყვეტილებას, პირადად მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ.

ამ ეტაპზე, ჩემი სურვილია, რომ დონარუმამ თავი მშვიდად იგრძნოს და საუკეთესო თვისებების გამოვლენა განაგრძოს. წესით, "მილანის" სპორტულ დირექტორსაც იგივე ინტერესი უნდა ჰქონდეს...

კარგი იქნებოდა, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ მარკო ფასონეს შევხვედროდი და თუკი პრობლემები არსებობს, მათი გადაჭრის გზებზე, ერთად გვეფიქრა.

ვფიქრობ, "მილანის" მთავარი პრობლემა მირაბელი და მისი ტექნიკური პროექტებია...

სხვა მხრივ, ამ დიდი კლუბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, თუნდაც იმიტომ, რომ "როსონერის" ძირითად გუნდში, ჩემი 4 კლიენტი თამაშობს. ასევე, იქაა ჯენარო გატუზო, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მასაც ყველაფერს კარგს ვუსურვებ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები