BBC-მ როჯერ ფედერერი წლის სპორტსმენად დაასახელა
Aa
Aa

BBC-მ როჯერ ფედერერი წლის სპორტსმენად დაასახელა

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო BBC-მ, როჯერ ფედერერი, წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ფედერერმა ხმების უმრავლესობა მიიღო და აღნიშნულ ჯილდოს მეოთედ დაეუფლა.

აქამდე იგი საუკეთესო მაჩვენებელს, მუჰამედ ალისთან და უსაინ ბოლტთან იყოფდა, რომელთაც BBC-ს წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო, 3-ჯერ აქვთ მოგებული.

ფედერერმა, 2017 წელს, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის 2 "დიდი სლემის" ტუნრირი - ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი.

35 წლის ასაკში, ფედერერი ღია ერაში (1968 წლის შემდეგ) გახდა ყველაზე მხცოვანი ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები