მივედი, ვნახე, გავიმარჯვე -
Aa
Aa

მივედი, ვნახე, გავიმარჯვე - "ბარსელონა", "ბაიერნი", "სიტი" - გვარდიოლა და რეკორდები

პეპ გვარდიოლამ, გუშინ პრემიერლიგის ისტორიაში უნიკალური მაჩვენებელი დააფიქსირა და ამით, მან თავისი სახელი ფეხურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "სუონსის" ძლევის (4-0) შემდეგ, პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. "ქალაქელებმა" პრემიერლიგაში ზედიზედ 15 მატჩის მოგება მოახერხეს.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ კატალონიელმა სპეციალისტმა თავისი კარიერის განმავლობაში ასეთი რეკორდი ყველა ჩემპიონატში დაამყარა სადაც კი უმუშავია.

როდესაც პეპი "ბარსას" თავკაცობდა, 2010-2011 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 16 შეხვედრის მოგება მოახერხა, რაც იმ მომენტვისთვის ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შემდეგ იყო "ბაიერნი" და 2013-2014 წლების სეზონი. გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ 19 მატჩი მოიგო და ბუნდესლიგის რეკორდიც დაამხო.

როგორც ხედავთ, ტოპ 5 ჩემპიონატიდან 3-ში გვარდიოლას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რეკორდი აქვს დამყარებული. საინტერესოა იმუშავებს, თუ არა ოდესმე პეპი იტალიის სერია A-ში, ან საფრანგეთის ლიგა 1-ში...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები