Aa
Aa

"მილანის" ტიფოზების თხოვნა დონარუმას

"მილანის" გულშემარკივრები, ჯანლუიჯი დონარუმას, სოციალური ქსელის მეშვეობით, თხოვნით მიმართავენ და მინო რაიოლასთან, თანამშრომლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მილანელთა ფანებმა, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე", სპეციალური ჰაშთაგი შექმნეს - #gigiomollalo.

ეს ჰაშთაგი მინო რიოლას წინააღმდეგაა მიმართული და უკვე უამრავმა ადამიანმა გამოიყენა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ გამართული სათასო მატჩისას, "კურვა სუდის" წარმომადგენლებმა, დონარუმას მისამართით შეურაცხმყოფელი ბანერი გაავრცელეს, რომელზეც ეწერა:

"6 მილიონიანი ხელფასი და პარაზიტი ძმა! ჩვენი მოთმინება დასრულდა, წაეთრიე".

გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის შემდეგ დონარუმამ გასახდელში იტირა. იგი ჯენარო გატუზომ დაიცვა და ტიფოზებს მეტი კორექტულობა მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები