Aa
Aa

"მილანის" ტიფოზებმა დონარუმას ობსტრუქცია მოუწყეს

გუშინ იტალიის თასის მერვედფინალური შეხვედრა „სან სიროზე“ შედგა, სადაც „მილანმა“ „ვერონას“ უმასპინძლა. მატჩი „როსონერის“ უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული მომენტი ჯანლუიჯი დონარუმას შეემთხვა, რომელსაც „მილანის“ გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. მთელი მატჩის განმავლობაში ტიფოზები გოლკიპერს უხამსი რეპლიკებით ამკობდნენ.

ამის გარდა, ფანებმა ტრიბუნაზე ძალიან დიდი ზომის ბანერი გამოფინეს რომელზეც ეწერა : "მორალური ძალადობა - ეს 6-მილიონიანი ხელფასი და პარაზიტი ძმის გაფორმებაა? ჩვენი მოთმინება ამოიწურა, წაეთრიე".

 

 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე ცნობილი აგენტი მინო რაიოლა მეკარის „რეალში“ გაყიდვას აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში ფეხბურთელმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და საამისოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონტრაქტიც მოითხოვა.

იმისათვის, რომ დონარუმა „როსონერიდან“ არ წასულიყო, ფეხბურთელს წლიური ხელფასი 6 მილიონ ევრომდე გაუზარდეს და ამასთან ერთად გუნდში მისი ძმა ანტონიო აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ იტალიური კლუბის განცხადებით კიპერს 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

ჯანლუიჯიმ ქომაგების გინება ძალიან განიცადა, მოედნიდან კი მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გაიყვანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასახდელში ცრემლები ვერ შაიკავა და მას გუნდის კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი აწყნარებდა.

მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი თავად გატუზომ გააკეთა:

„დონარუმა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილები ვართ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მან ემოციები ვერ შეიკავა. რთულია როდესაც შენი გუნდის ტიფოზები ობსტრუქციას გიწყობენ. მე ფანებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა მათ ჯერ უნდა გაერკვიათ, რეალურად სურს თუ არა ჯიჯის კლუბიდან წასვლა და შემდეგ მიემართათ მსგავსი ქმედებებისთვის. ასეთ დროს ძალიან რთულია ემოციების შეკავება, ჩვენ ყველა ჯიჯის გვერდით ვდგავართ.

ჟურნალისტებთან ისაუბრა "მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ:

"რამოდენიმე წუთის წინ ჯიჯის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ გუნდიდან წასვლა არ სურს და "მილანში" დარჩენას აპირებს. იგი ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და მას არანაირ თანხის სანაცვლოდ არ დავთმობთ. დონარუმა ნამდვილი ჯენლტმენია. იმედია მის დღევანდელ საქციელზე ერთ დღეს ბევრს ვიცინებთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები