მენეზი „მილანის“ დატოვებას არ აპირებს
„მილანის“ ფრანგმა ფორვარდმა, ჟერემი მენეზმა იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის „როსონერის“ რიგებში თავს მშვენივრად გრძნობს და კლუბის გამოცვლას არ აპირებს.
„მილანში“ თავს მვშვენივრად ვგრძნობ. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის და ჯერ-ჯერობით კლუბის შეცვლას არ ვგეგმავ. ძალიან სასიხარულოა ისეთი გრანდის ინტერესი როგორიც "ლივერპულია", თუმცა მე "მილანში" დარჩენას ვამჯობინებ“ - განაცხადა მენეზმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მენეზი ახლოს იყო „ლივერპულში“ გადასვლასთან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება.