იმობილეს გამძევებელ მსაჯს ბიზნესი ჩაუწვა -
Aa
Aa

იმობილეს გამძევებელ მსაჯს ბიზნესი ჩაუწვა - "ლაციოს" ფანების ორიგინალური შურისძიება

"ლაციოსა" და "ტორინოს" ორშაბათს გამართულ მატჩზე, იტალიურ პრესაში ბევრი საუბარია.

განსაკუთრებით აკრიტიკებენ მთავარ არბიტრ პიერო ჯაკომელის, რომელმაც საყოველთაოდ უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

იგი სერია A-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლა რიცოლიმაც გააკრიტიკა.

აღნიშნული შეხვედრის 45-ე წუთზე, „ლაციალეს“ სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნეს, თანაც მთავარმა მსაჯმა მომენტი, ვიდეო რეფერის მეშვეობითაც გადაამოწმა, ხოლო ეპიზოდიდან დაახლოებით 2 წუთში, რომაელთა ლიდერი ჩირო იმობილე გააძევეს.

"ლაციოს" ტიფოზებმა, ჯაკომელის დასასჯელად ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს და მის პირად ბიზნესს შეუტიეს.

40 წლის მსაჯს, მშობლიურ ქალაქ ტრიესტიში, კაფე სახელწოდებით Caffè Rossetti-ი აქვს, რომელსაც "ლაციალეს" გულშემატკივრებმა, ვებ-გვერდ TripAdvisor-ზე უდაბლესი შეფასებები დაუწერეს და საკუთარი აზრი სიტყვიერადაც დააფიქსირეს.

შედეგად, დღეს, პიერო ჯაკომელის, 1 ვარსკვლავიანი კაფე აქვს...

გარდა ამისა, რომაელთა გიჟმაჟი ფანები, ჯაკომელის ფეისბუქ გვერდსაც მიადგნენ და მის კედელზე სალანძღავი სიტყვები დაწერეს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სავარაუდოდ, პიერო ჯაკომელი "რომას" გულშემატკივარია, რაც ასევე მისი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ირკვევა, რომლის "ქავერსაც" ჯაკომელი და ფრანჩესკო ტოტი ამშვენებდნენ. გუშინდელიდან მოყოლებული, ფეისბუქზე აღნიშნული გვერდი აღარ არსებობს, რადგანაც პირადი გადაწყვეტილებით გააუქმეს... რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...

ინტერნეტში ასევე ვრცელდება Caffè Rossetti-ს 2014 წლის ფოტოც, რომელზეც ფრანჩესკო ტოტია გამოსახული.

ფეისბუქიდან ქვემოთ მოყვანილი ფოტოც წაშლილია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები