Aa
Aa

"მთელი გუნდი მიცავდა" - სემედუმ ნეიმართან ჩხუბზე ისაუბრა

კატალონიური "ბარსელონას" პორტუგალიელმა მცველმა ნელსონ სემედუმ, ზაფხულში ნეიმართან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა.

"ნეიმართან მომხდარი კონფლიქტი, ჩვეულებრივია - ასეთები ვარჯიშზე ხდება და არავის უკვირს.

ამ მომენტს, განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა, რადგან კონფლიქტი, გუნდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფეხბურთელს მოუხდა.

ჩემზე განსაკუთრებული ზეწოლა არ ყოფილა, რადგან მთელი გუნდი მიცავდა. 

რა თქმა უნდა, იმ დღეებში თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი სწორად გავანაალიზე და ამ საკითხს ნეიმარის მხრიდანაც შევხედე - მას რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან წასვლაზე ფიქრობდა".

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ერთ-ერთი ვარჯიშისას, ნელსონ სემედოსა და ნეიმარს შორის, ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები