Aa
Aa

ბიჭს, რომელსაც სკოლაში ჩაგრავდნენ, მხარდაჭერა ლებრონ ჯეიმსმა და სხვა ვარსკვლავებმა გამოუცხადეს

ნოქსვილის სკოლის მოსწავლე კიტონ ჯონსი თანატოლების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი გახდა. ვიდეო, სადაც ის მის მიმართ ბულინგის შესახებ ყვება, ინტერნეტ სივრცეში მისმა დედამ განათავსა. კიტონი ყვება, რომ სხვები მას ცხვირის გამო დასცინიან, ეძახიან მახინჯს და ეუბნებიან, რომ მეგობრები არ ყავს. 

რამდენიმე საათში ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა. ჯონსონს სოლიდარობა სოციალურ ქსელში ლებრონ ჯეიმსმა, ჯასტინ ბიბერმა, დემი ლოვატომ და სხვა ცნობილმა სახეებმა გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით სკანდალში კიტონ ჯონსის დედა მოხვდა, რომელსაც „ფეისბუქზე“ რასისტული სურათები აღმოუჩინეს.

იგი ამერიკელი კონფედერატების დროშასთან ერთად პოზირებდა, რომელიც რასიზმის სიმბოლოა.

მოგვიანებით კიმბერლი ჯონსმა „ფეისბუქის“ გვერდი გააუქმა.

 

ლებრონ ჯეიმსი: "მჩაგვრელები პირდაპირი გაგებით იდიოტი, ბანალური, ლაჩარი სულელები არიან. თავი ამაყად გეჭიროს, კიტონ. შენ საუკეთესო ხარ".

ცხელი ამბები