Aa
Aa

"ლაციო" სერია A-ს ბოიკოტს გამოუცხადებს?

რომის „ლაციოს“ ხელმძღვანელობა, სერია A-ს მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, რისი მიზეზიც ბოლო პერიოდში „ლაციალეს“ შეხვედრებში, ცუდი მსაჯობაა.

„ბიანკოჩელესტის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსაჯები „ლაციოს“ წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებენ და ხშირ შემთხვევაში, ამას უსამართლოდ აკეთებენ.

სერია A-ს გასულ ტურში, „ტორინოსთან“ მატჩისას „ლაციალეს“ სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნეს, ხოლო ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში, მისი ლიდერი ჩირო იმობილე გააძევეს.

კულუარებში ისმის ხმები, თითქმის „ლაციო“ სერია A-სთვის ბოიკოტის გამოცხადებასა და საერთოდ, ტურნირის დატოვებაზე ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები