Aa
Aa

"გრემიო" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში, ბრაზილიურმა „გრემიომ“, მექსიკური „პაჩუკა“ დაამარცხა და გათამაშების ფინალში გავიდა.

პატაგონიელებმა ძალიან მძიმე მატჩი მოიგეს - მათ გამარჯვების მოსაპოვებლად 120 წუთიანი დაპირისპირება გადახდათ და ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე, ევერტონის ზუსტი დარტყმის შემდეგ შეაგდეს.

დღეს, ტურნირის მეორე 1/2 ფინალში, მადრიდის „რეალი“ არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ „ალ ჯაზირას“ შეხვდება.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები