ტაისონ ფიური კრივს უბრუნდება
Aa
Aa

ტაისონ ფიური კრივს უბრუნდება

ცნობილი ბრიტანელი მოკრივე - ტაისონ ფიური აქტიურ სპორტულ ცხოვრებას უბრუნდება.

მან ამის შესახებ ბრიტანულ პრესასთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით ძალიან ბედნიერია.

ფიური, 2015 წელს, ვლადიმირ კლიჩკოსთან გამარჯვების შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღების გამო, კრივიდან 2 წლით მოკვეთეს.

ტაისონ ფიური 29 წლისაა და ჯერჯერობით უცნობია, ვის წინააღმდეგ იჩხუბებს ის პირველად დაბრუნების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.

ცხელი ამბები