Aa
Aa

"ალ ჯაზირას" მწვრთნელი "რეალთან" მატჩამდე: "ჩვენ სამი ავტობუსი დაგვჭირდება"

დღეს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. "ალ ჯაზირა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე "ალ ჯაზირას" ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ტენ კატემ პრესკონფერენცია გამართა და თავისი გუნდის ტაქტიკაზე ისაუბრა.

"ჩვენ სამი ავტობუსი დაგვჭირდება. შესაძლოა მოურინიო მოვიდეს და ჩვენს საჯარიმოში თავისი ორი ავტობუსიც დაგვიმატოს. ოცნება კარგია, მაგრამ სულელი არ უნდა იყო. რეალურად უნდა ვიფიქროთ. და თუ ჩვენ რეალისტები ვართ, მაშინ ნათელია, რომ გასამარჯვებლად არც თუ ისე დიდი შანსები გვაქვს. კლასში სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს დადებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

მაღალი დონის ფეხბურთელებს ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ ინგლისის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში, მაგრამ ახლა ჩვენ პირისპირ ისეთ ფეხბურთელთან გვიწევს დაპირისპირება, როგორიც კრიშტიანო რონალდუა, რომელმაც რამდენიმე დღის მე-5 ოქროს ბურთი. მხოლოდ შემიძლია, რომ წარმოვიდგინო თუ რას ნიშნავს ეს მატჩი ჩემი მოთამაშეებისთვის. ისინი სუპერ მოტივირებულები არიან და იმედი მაქვს, რომ ზედმეტად არ ნერვიულობენ. ბიჭები ავტობუსით მგზავრობის დროს PlayStation-ს ხშირად თამაშობენ და ფაქტიურად ყოველთვის "რეალს" ირჩევენ. ახლა კი სასაცილო სიტუაციაა, რადგან მათ ამჯერად მადრიდელებთან თამაში მოედანზე მოუწევთ.

დიდი სიურპირიზია, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით. ამას არავინ მოელოდა. ოცნება ახდა და ეს ფაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროების ფეხბურთისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი წარმატებით ყველა მოტივირებულია".

მადრიდის "რეალისა" და "ალ ჯაზირას" მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი, ფინალში ბრაზილიურ "გრემიოს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი 2003-2006 წლებში "ბარსელონაში" ფრენკ რაიკაარდის თანაშემწედ მუშაობდა და მადრიდის "რეალი" არაერთხელ დაუმარცხებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები