ზიდანი FIFA-ს წესმა აღაშფოთა:
Aa
Aa

ზიდანი FIFA-ს წესმა აღაშფოთა: "ელ კლასიკოს წინ, ეს ფაქტი საქმეს ართულებს"

მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც დღეს ნახევარფინალურ შეხვედრას "ალ ჯაზირას" წინააღმდეგ გამართავს.

მადრიდელთა ფრანგი თავკაცი ზინედინ ზიდანი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე FIFA-ს წითელი ბარათის წესის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდა.

საქმე იმაშია, რომ თუ "რეალის" რომელიმე მოთამაშე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში წითელ ბარათს მიიღებს, ის მომდევნო შეხვედრას ლა ლიგაში გამოტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ელ კლასიკოში" შესაძლოა "ბლანკოსს" სერიოზული პრობლემები შეექმნას.

"ელ კლასიკოს წინ, ეს ფაქტი საქმეს ართულებს. თუმცა, ჩემი განწყობა პოზიტიურია და იმედს ვიტოვებ, რომ არაფერი მოხდება. მჯერა, "ბარსელონასთან" მატჩისთვის გუნდის ყველა წევრი მყობრში იქნება და მათ დისკვალიფიკაცია არ ექნებათ".

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ალ ჯაზირას" შორის გასამართი ნახევარფინალი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ფინალში გასვლის შემთხვევაში მადრიდელთა მეტოქე ბრაზილიური "გრემიო" იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები