გადაწყდა - ბეილი
Aa
Aa

გადაწყდა - ბეილი "რეალს" ტოვებს

წელევანდელ სეზონში მადრიდის "რეალის" უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი ტრავმებმა გააწამა და მან მონაწილეობა მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო.

Mirror-ი ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბეილი სეზონის ბოლოს "რეალიდან" წავა და ეს უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ბეილის პირადმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა სამეფო კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

უელსელი შემტევის შეძენით ყველაზე მეტად ჟოზე მოურინიო ინტერესდება. "წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ ბეილის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს შეელიონ.

გარეთ ბეილის დაბრუნება სურს, მის ყოფილ გუნდს ლონდონის "ტოტენჰემს", რომლის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ეს ფაქტი არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის უელსელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 160 შეხვედრაში 70 გოლი და 56 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები