Aa
Aa

"ჩელსი" VS "ბარსელონა" - გუნდების კალენდარი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების დროს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალები დიდ სანახაობას გვპირდება. ერთ-ერთი ყევლაზე გამორჩეული წყვილი უდაოდ "ჩელსი" - "ბარსელონა" გახლავთ.

ასეთი დონის დაპირისპირებების დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გუნდების ფიზიკურ მდგომარეობას. რამდენად გადატვირთული კალენდარი აქვთ მათ და თუ ვის ხვდებიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ.

უნდა ითქვამს, რომ ამ მხრივ "ჩელსის" არ გაუმართლა. "არისტოკრატები" "ბარსელონასთან" მატჩამდე ლონდონში "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლებენ. კატალონიელებთან პირველი დაპირისპირების შემდეგ, კონტეს გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "მანჩესტერ სიტისთან" 2 ურთულეს გასვლით შეხვედრას ჩაატარებს, რის შემდეგაც "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს. მომდევნო მატჩი კი "კამპ ნოუზე" ექნებათ.

რაც შეეხება "ბარსას", ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლონდონში გამგზავრებამდე სტუმრად "ეიბართან" ითამაშებს. "სტემფორდ ბრიჯზე" პირველი მერვედფინალის შემდეგ, კატალონიურ "ჟირონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო "ლას პალმასსა" და "მალაგას" სტუმრად დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, "კამპ ნოუზე" ლონდონელებთან განმეორებითი შეხვედრა ელოდებათ.

ასეთი გადატვირთული კალენდრის ფონზე დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორი შემადგენლობებით იქნებიან გუნდები. დამატებით ფეხბურთელთა ტრავმები, სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები