Aa
Aa

"რეალი" "პსჟ"-ს უფრთხის და იანვარში ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, სუპერწყვილი მივიღეთ - "რეალი" "პსჟ"-ს წინააღმდეგ.

ფეხბურთის ქომაგები ამ დიდ დაპირისპირებამდე უკვე დღეებს ითვლიან. მადრიდის "რეალმა" კი ფიქრი შემადგენლობის გაძლიერებაზე დაიწყო.

Mirror-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს იანვარში ისეთი შემტევის შეძენა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც გამოადგება. კანდიდატებში კი ნომერ პირველი ალექსის სანჩესია.

ჩილელი ფეხბურთელი "არსენალში" თავისი კარიერით უკმაყოფილოა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის თავისუფალი აგენტი გახდება და "მეთოფეები" მას უფასოდ გაუშვებენ.

რა თქმა უნდა, მოვლენათა ასეთი განვითარება ლონდონელებს არ აწყობთ და იანვარში მესუთ იოზლითან ერთად წინადადებების მიღებას ალექსის სანჩესის თაობაზეც აპირებენ.

ჯერჯერობით სანჩესის ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მისით მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტიც" ინტერსდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები