ვან გაალი:
Aa
Aa

ვან გაალი: "ჩემი ფორმაციის "იუნაიტედი" მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობდა, ახლანდელი კი"...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მწვრთნელ ლუი ვან გაალს, ჟოზე მოურინიოსეული „იუნაიტედი“ არ მოსწონს და ამის შესახებ პრესასთან საუბრობს.

„თუკი მკითხავთ, რა გავაკეთე „იუნაიტედში“, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მონაკვეთი იყო.

ჩვენ მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა არა ისეთს, როგორიც ინგლისშია აპრობირებული და მიღებული.

რა ხდება ახლა? არ მინდა კრიტიკა გამომივიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, მოურინიოს ფორმაციის „მანჩესტერი“ მოსაწყენია.

ვუყურე მანჩესტერულ დერბის და ცხადია, რომ „სიტის“ გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, „იუნაიტედს“ კი დაცვითი ფეხბურთის თამაში უწევს.

ფეხბურთში დაუწერელი კანონია, რომ მომავლის გუნდი უნდა აშენო“.

ლუი ვან გაალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014-16 წლებში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები