დონარუმა
Aa
Aa

დონარუმა "მილანთან" კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს?

Corriere dello Sport-ი ამბობს, რომ ჯიჯიო დონარუმამ, შესაძლოა, „მილანს“ კონტრაქტის გაუქმების თხოვნით მიმართოს.

18 წლის მეკარის აგენტ მინო რაიოლას თქმით, ზაფხულში დონარუმამ, ხელშეკრულების გახანგრძლივების გადაწყვეტილება, წნეხის შედეგად მიიღო და ეს მისი გულწრფელი არჩევანი არ იყო.

გავლენიანი აგენტი მიიჩნევს, რომ თუკი თინეიჯერი კიპერი, „როსონერის“ მსგავსი თხოვნით მიმართავს, კლუბმა მისი აზრი უნდა გაითვალისწინოს.

ძალიან საინტერესოა რა პოზიციაზეა ამ საკითხთაც დაკავშირებით „მილანის“ ხელმძღვანელობა, თუმცა იოლი მისახვედრია, რომ „შავ-წითელთა“ გეგმებში, სუპერტალანტის უფასოდ გაშვება არ უნდა შედიოდეს.

მით უმეტეს, რომ დონარუმას შესაძენად ისეთი მაღალი აპეტიტის მქონე კლუბები იბრძვიან, როგორებიც მადრიდის „რეალი“ და ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები