Aa
Aa

"ჯიჯი" წელს აღარ წავა?

იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერის დასრულება, კიდევ ერთი სეზონით გადადოს.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, ბუფონმა ამის შესახებ, „ინტერის“ სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოს, შაბათს გამართული „იუვე“-„ინტერის“ მატჩისას განუცხადა.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი „იუვენტუსი“ „ჯიჯის“ კვლავაც მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრებს და მის ფეხბურთში დატოვებას საჭიროდ ჩათვლის.

ასევე ვრცელდება ხმები, რომ ლეგენდარული მეკარე, კარიერის დასრულების შემდეგ, „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოში ან სამწვრთნელო შტაბში, მომენტალურად დასაქმდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები