გონსალო გედეშს მსურველების რიგი დაუდგა
Aa
Aa

გონსალო გედეშს მსურველების რიგი დაუდგა

ესპანური „ვალენსიას“ 21 წლის შემტევ გონსალო გედეშს, მსურველების რიგი დაუდგა.

ახალგაზრდა შემტევის სატრანსფერო უფლებები, ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ეკუთვნის, მის მიმართ ინტერესს კი „იუვენტუსი“, „არსენალი“, „ბაიერნი“ და „ატლეტიკო“ იჩენენ.

როგორც ტურინული გამოცემა Tuttosport-ი წერს, გედეშის ტრანსფერზე ამუშავებას, „იუვენტუსი“ ზამთარშივე აპირებს. სხვა კლუბების დაინტერესება კი, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

მეორე მხრივ, ფრანგული პრესა ამბობს, რომ გედეშის აგენტი - ჟორჟე მენდეში, ფეხბურთელის „ატლეტიკოში“ ტრანსფერს ემხრობა.

პორტუგალიელი თავდამსხმელი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და აქტივში 3 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები