Aa
Aa

"ფეხბურთელების მოტივირება არ გამიჭირდება" - ვალვერდემ კენჭისყრა შეაფასა

კატალონიური „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა - ერნესტო ვალვერდემ, „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

„რთული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა ამას თავიდანვე შეგუებული ვიყავით - ამ ტურნირზე იოლი მოწინააღმდეგე არ არსებობს.

ისინი პრემიერ ლიგის ჩემპიონები არიან და უმძიმესი მატჩები გველის, მეორე მხრივ, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ასეთი თამაშები მშვენიერი საჩუქარია.

ორი აზრი არაა - მათ უძლიერესი გუნდი ჰყავთ, როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად. შეტევას მორატა სისწრაფეს მატებს, ხოლო აზარი მას სიღრმიდან ეხმარება.

ერთი სიტყვით, ჩემი ფეხბურთელების მოტივირება არ გამიჭირდება“.

გუნდებს შორის პირველი მატჩი, ლონდონში, 20 თებერვალს ჩატარდება, განმეორებით დაპირისპირებას კი 14 მარტს „ნოუ კამპი“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები